ბიზნესი
22/06/2021

პოსტპანედემურ პერიოდში ფეროშენადნობებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის იანვარ-მაისში 144.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, წლიური ზრდა 32.1%-ია. 

ამავდროულად ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ფერო სილიკომანგანუმის ღირებულებაც. დღეის მდგომარობით, 1 ტონა ნედლეული 1700 დოლარად ივაჭრება.

როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ, ნუგზარ კევლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ შედეგებზე გასვლა ერთი მხრივ, მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ძვრებს, მეორე მხრივ კი მსოფლიოში აღნიშნული ნედლეულის დეფიციტს უკავშირდება.

„პოსტპანედემურ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ფერო სილიკონმანგანუმზე მოთხოვნა. რაც ერთი მხრივ, ეკონომიკაში არსებულმა ძვრებმა, ახალმა პროექტებმა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო ისიც, რომ ინდოეთში ამ პერიოდში ქარხნებმა შეაჩერეს წარმოებები. ინდოეთი ამ ნედლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და ფეროსილიკონ მაგნგანუმის ინდოეთის წილი უკვე სხვა მწარმოებლებმა ჩაანაცვლეს,“ - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

ასოციაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში აღნიშნულ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და დადებითი ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში ფერო სილიკომანგანუმის წარმოება გაიზრდება.

ფეროშენადნობები სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მესამე ადგილს იკავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023