ბიზნესი
23/03/2020

პრემიერი: აირზენას დირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან

კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერმა აირზენას დირექტორს შეახსენა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სანქციები დაეკისრებათ.

„აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან – სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად, მოქალაქეები გამოვიყვანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის გათვალისიწნებით არ შეასრულებენ  მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოს დაკისრებულ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023