ბიზნესი
25/11/2020

პრემიერი ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა სავარაუდოდ, განიხილება პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვების ფონზე მოუწევს ბიზნეს სექტორს მუშაობის გაგრძელება.

„ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

„დილემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია დღე ბიზნეს სექტორი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირად ფასობს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს" - ამბობს ფხაკაძე.

"ბიზნესპარტნიორისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბიზნესი ხელისუფლებასთან ორი ძირითადი თხოვნით წარსდგება. კერძოდ: ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ, რომ ინდუსტრიას ჩამოეწეროს საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, ვისაც 1500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული შეღავათი კიდევ 6 თვით გაგრძელდეს. ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მთავრობა მათ თხოვნას გაითვალისწინებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023