ბიზნესი
27/11/2020

პური გაძვირდა

საქართველოში ფქვილი გაძვირდა, რამაც გავლენა უკვე იქონია პურის ფასზე. დღეიდან, რამდენიმე საწარმო, პურს ქსელში 15 თეთრით ძვირად გაყიდის. გაძვირების ძირითად მიზეზად საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალის ფასის ზრდა სახელდება.

კომპანია "მამა-პაპურის" დირექტორი ზაზა ჩიხაშვილი ამბობს, რომ პურზე ფასი 15-20 თეთრით არის მომატებული. "ჩვენი მაღაზია ქალაქის 400-500 მაღაზიას ამარაგებს პურით, რეალურად ძალიან რთული პერიოდია, არ გვინდა ფასის მომატება, რადგან ვხედავთ ქვეყანაში რა მდგომარეობაა, მაგრამ იძულებულები ვართ ფასი მოვუმატოთ, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ არის", - ამბობს ჩიხაშვილი.

კორონავირუსის ახალი ტალღის ფონზე, ქვეყნებმა ხორბლის მარაგების გაზრდა დაიწყეს, რამაც მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნა 30%-ით გაზარდა. თუ სექტემბერში ერთი ტონა ხორბალი 200 დოლარი ღირდა, დღეისათვის საშუალოდ, 250 დოლარას აჭარბებს.

გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ვინაიდან, ხორბლის 90% იმპორტირებულია და ის რუსეთიდან შემოდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023