ბიზნესი
01/02/2023

ყაზახური ინვესტიციით სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი" გაიხსნა

ყაზახური ინვესტიციით სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი" გაიხსნა, - სასტუმროს გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

სასტუმრო ყაზახური ინვესტიციით აშენდა, პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონი დოლარია, პროექტი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რომელიც მორგებული იქნება როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისს კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ობიექტი შეემატა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, საერთაშორისო ქსელური ბრენდი - Holiday Inn Express. მინდა, ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩათვალა, რომ საქართველო ნამდვილად იყო ის მიმართულება და ქვეყანა, სადაც ასეთი მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა და რომელიც წლების განმავლობაში ერთად ვაშენეთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტორმა ძალიან სწორად შეაფასა ის კონკრეტული ნიშა, რომელიც ნამდვილად აკლდა დედაქალაქს და ბიუჯეტური, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდით შემოსვლა გადაწყვიტა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ინვესტორისთვის კი მორიგი მოტივაცია. იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში ის არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა, ჩვენთვის საინტერესო, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში განიხილავს ასეთივე პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ საქართველოში კიდევ მეტი ყაზახი ტურისტის და არამარტო მათ მოზიდვას - დივერსიფიკაციის პოლიტიკით და მეტი პირდაპირი ფრენებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023