ბიზნესი
07/11/2020

ყველა საიუველირო პროდუქტი ვერ გაძვირდება, კონკურენტუნარიანი აღარ იქნება - Delfos

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელ Delfos-ს დიდი დარტყმა მიაყენა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის  გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, სრული პროდუქცია ამჟამად ევროპიდან შემოდის და კომპანია მას ყიდულობს ევროში, რომლის კურსი საკმაოდ მაღალია. გამომდინარე აქედან, Delfos-ს პროდუქციის ნაწილზე ფასები ბუზნებრივად გაიზარდა.

„გარდა ამისა, მაღაზიებზე იჯარები გვაქვს, ყველა დოლარშია დაფიქსირებული. შესაბამისად, დოლარის ზრდამ ჩვენი ხარჯების გაზარდა. ეს პროდუციის ნაწილზე აისახა, რადგან ყველა ასორტიმენტზე ფასის ზრდა შეუძლებელია, რადგან კონკურენტუნარიანი აღარ იქნება ფასი ბაზარზე,“ - აცხადებს კირვალიძე.

შეგახსენებთ, Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6 - თბილისში, 1 კი - ბათუმში.  კომპანია უახლოეს მომავალში საიუველირო საწარმოს გახსნას გეგმავს.

Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo, GRAZIELLA Luxury, Assos, Amore&Baci  და სხვა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023