ბიზნესი
01/08/2023

ყველაზე მაღალი მარჟით პროდუქციას "ნიკორა" ყიდის, ყველაზე დაბალით - "ორი ნაბიჯი"

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საცალო ვაჭრობის დონე საქართველოში წინა წელთან შედარებით 4.48 მილიარდი ლარით გაიზარდა და 23.94 მილიარდი ლარი შეადგინა (+23%/y.y).

თიბისი კაპიტალის პროგნოზებით, 2023 წლისთვის ორგანიზებული ბაზრის წილი 25%-ით გაიზრდება, 2023-2025 წლებში 20%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

FMCG ბაზარი რამდენიმე მსხვილი მოთამაშით არის წარმოდგენილი და გარემო საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასაითდება. 2022 წელს ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდენ, თუმცა ბაზრის განაწილებაში მნიშვნელოვანი  ცვლილებები არ განხორციელებულა. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, სს "ნიკორა ტრეიდი" ბოლო სამი წლის განმავლობაში FMCG ბაზარზე გაყიდვების მოცულობით ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება მომგებიანობას, ნიკორა ტრეიდმა 2022 წელს 45.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით, 2.3-ჯერაა გაზრდილი. ამავე პერიოდში, წმინდა მოგების მარჟა კომპანიამ 3.11%-დან 4.96%-მდე გაზარდა. 

კომპანიის ROE-მ 2022-ში 68.15% შეადგინა, რაც 2021 წელს 126.7%, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი შესაბამისად, -250.88% და -242.5% იყო. ROA კი 2022-ში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით, 11.61%-მდე გაიუმჯობესა. ამავე პერიოდში კი მოგება "ნიკორას" თითო აქციაზე 4.44 ლარი იყო (2.02 ლარი 2021-ში).

შეგახსენებთ, "ნიკორამ" 2022 წლის დეკემბერში ასევე წარმატებით განათავსა 3 წლიანი 35 მლნ ლარის ბონდები (TIBR3M+3.5%-ად).

 

წმინდა მოგება 2021

გაყიდვები 2021

საერთო მოგების მარჟა 2021

სს ნიკორა ტრეიდი

20.2 მლნ ლარი

650.6 მლნ ლარი

26.2%

ორი ნაბიჯი

20.4 მლნ ლარი

592.7 მლნ ლარი

18.07%

კარფური

5.01 მლნ ლარი

570.3

20.62%

SPAR

13.6 მლნ ლარი

388.3

24.76%

*2022 წლის მონაცემები ყველა კომპანიას ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023