ბიზნესი
17/08/2020

"ყველაზე მეტ პროდუქციას ჩინეთსა და ამერიკაში ვყიდით" – Zarqua Collection

პანდემიამ, ქართველი დიზაინერის საქმიაონობას ხელი ვერ შეუშალა. როგორც "zarqua Collection” – ის დამფუძნებელი ნინა ზაქრუა „ბიზნსესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნავს, ყველაზე მეტი გაყიდვები ჩინეთსა  და ამერიკაშია.

„ჩვენი პროდუქცია ძირითადად გათვლილია მაღალ საფასო სეგმენტზე და უცხოელ მომხმარებელზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიის მიუხედავად, ყველაზე დიდი მოთხოვნა  ჩინეთში და ამერიკაში იყო. ჩვეულ რეჟიმში, ვიღებდით წინასწარ შეკვეთებს.შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გაყიდვებზე COVID19-ს გავლენა არ მოუხდენია. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ქართველებისგანაც იყო მოთხოვნა. – აღნიშნავს ნინა ზარქუა.

„Zarqua Collection”– ის ფეხსაცმელები აზიის ქვეყნებში, ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში და ინგლისში იყიდება.

„გაყიდვებს ძირითადად ინსტაგრამის მეშვეობით ვახდენთ, ვთანამშრომლობთ „ბაიერებთან“, რომლებსაც აქვთ თავისი ონალაინ პლატფორმები, სადაც ჩვენი პროდუქციაა განთავსებული. ორიენტირებული ვართ სოციალურ სივრცეზე და ჩვენი კონტენტიც დეტალურ ინფორმაციას და სრული ვიზუალური აღქმის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. ალბათ, ეს არის ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც კორონავირუსმა ჩვენს ბიზნესზე ვერ იმოქმედა. გვინდა, ოფიციალური ვებ-გვერდის გაკეთება, რადგან ონალინ გაყიდვების საჭიროება და მისი განვითარება ვირუსმა კიდევ უფრო კარგად დაგვანახა.“– არნიშნავს ნინა ზარქუა.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც დიზაინერი ამბობს, ახალი მაღაზიის გახსნა არ იგეგმება, ამ ეტაპზე, „Zarqua Collection”–ს  თბილისში მხოლოდ  1 შოურუმი აქვს.

„მსოფლიო ბრენდების გვერდით ვიყიდებით, რაც ჩვენთვის უდიდესი წარმატებაა. ლონდონსა და ავსტრალიაში დაგეგმილი იყო მაღაზიების გახსნა, სადაც კოლექცია უკვე შეძენილი ჰქონდათ და გასამგზავრებლადაც მზად ვიყავით, თუმცა, პანდემიამ ამას ხელი შეუშალა.“ – აღნიშნა ზარქუამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023