ბიზნესი
11/01/2023

"ყველის გზა" დაიწყო – ქართველი მწარმოებლები google-ის რუკაში ჩაერთვებიან

 ქართული ყველის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყანაში ახალი პროექტი „ყველის გზა“ დაიწყო.

პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია "ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა განუცხადა, პროექტის მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველის მწარმოებლების იდენტიფიცირება და ამ გზით მათი ხელშეწყობა, ასევე ქვეყანაში ახალი ტურისტული ატრაქციების გაჩენაა.

„პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სპეციალური google-ს რუკა, როგორც ყველის გზა, შეიქმნება ასევე ვებ-გვერდი და აპლიკაცია, რათა  ქვეყანაში ახალი ტურისტული ატრაქციების გაჩნდეს. ამით მეწარმეებისთვისაც მოხდება ხელშეწყობა. ერთის მხრივ, რომ თავიანთი გაყიდვების დივერსიფიკაცია შეძლონ, ხოლო მეორე მხრივ - ახალი სერვისები დანერგონ, ქართული ყველის ცნობადობა გაზარდონ.

 საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ამ პროექტით ხელი შევუწყოთ ისეთი ძირძველი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას, გამრვალაფეროვნებას, დახვეწას როგორიც ყველია“, - დასძინა კახაბერ კონიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, პროექტი  8 თვე გაგრძელდება.

პირველი ეტაპი, სწორედ იმ საწარმოების იდენტიფიცირება იქნება, რომლებიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ყველაზე კარგად აკმაყოფილებენ, თუმცა შემდეგ, პროექტის სხვა მიმართულებებით გაგრძელებაც განიხილება.

ცნობისთვის, პროექტის - „ყველის გზა“ მიზანია ყველმა ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ქართული სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, როგორც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ შეძლო და ექსპორტზეც გავიდა.

შეგახსენებთ, მსგავსი ინიციატიცა 2018 წელს ყველის მკვლევარს და მწარმოებელს ანა მიქაძე-ჩიკვაიძესაც ჰქონდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023