ბიზნესი
18/01/2023

რა ახალი პროექტები იწყება ქალი მეწარმეების წასახალისებლად - დეტალები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიმდინარე წლის განმავლობაში, ქალი მეწარმეების წასახალისებლად  რამდენიმე ახალ პროექტს განახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის  დირექტორმა გიორგი ვეკუამ განუცხადა, ქალი მეწარმეებისთვის იქნება გაცვლითი პროგრამები, ასევე მენტორშიფის ერთგვარი პროგრამები, რომლებსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სხვა სავაჭრო პალატებთან ერთად საზღვარგარეთ ახორციელებს.

„ასევე, ქალ მეწარმეებს სრულიად ახალ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას დავუფინანსებთ“, - აღნიშნა გიორგი ვეკუამ.

მისივე ინფორმაციით, ყველა პროექტი, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს - არის უფასო, ამიტომ, საქართველოში რეგისტირებულ ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია მიმართოს ამ პალატას და  პროექტებში ჩაერთოს.

„ზოგადად, 2023 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა  კერძო სექტორს ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალი მიადევნონ ჩვენს სოციალურ ქსელებს, ჩვენს ვებ-გვერდს“, - განმარტა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის , ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის  დირექტორმა.

მისივე თქმით,  ძირითადი მიმართულებები დარჩება ისევ დიჯიტალიზაცია და ელექტრონული კომერციის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023