ბიზნესი
07/09/2020

რა ეტაპზეა ბათუმის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები გრძელდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, მოფრენის ზონაში უკვე დასრულდა კარკასული სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

კომპანიაში ამბობენ, რომ დასრულებულია საბარგო ზონის გაფართოების სამუშაოები და დაწყებულია ავტომატური კონვეერული სისტემის მონტაჟის პროცესი; გაფრენის ზონაში დასრულდა საძირკვლის და კოლონების მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გადახურვის მოწყობის სამუშაოები; ასევე მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება.

TAV Georgia-ს გაცხადებული გეგმით, აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. შესაბამისად, 2021 წლიდან ბათუმის აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. აეროპორტი 2019 წელს 600 000 მგზავრს მოემსახურა.

გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 17 მლნ დოლარია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023