ბიზნესი
23/06/2020

რა იგეგმება სათამაშო ბიზნესის გასაკონტროლებლად

შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის გასაკონტროლებლად ელექტრონულ სისტემას შექმნის, რისთვისაც უცხოურ კომპანიას დაიქირავებს. 

ფინანსთა სამინისტრო მზადაა კანონში ჩაიწეროს, რომ სათამაშო ბიზნესის კონტროლისთვის ელექტრონული სისტემის ოპერირების უფლება შერჩეულ პირს არა 15 წლით, არამედ, არაუმეტეს 15 წლით გადაეცეს. ამ მუხლმა ყველაზე მეტი კითხვა გააჩინა  და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საკომიტეტო მოსმენაზე კიდევ ერთხელ მოუხდა გამარტება, რომ მსგავსი სისტემის შექმნისა და ოპერირების გამოცდილება საქართველოს არ აქვს  და ამიტომ აუციელებელია უცხოური კომპანიის დაქირავება.   

ამასთან,  კანონპროქტის მიხედვით შემოდის ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებართვის გაცემამდე გამოკვლეული იქნება კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები და მათი კაპიტალი.

სიახლეა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესშიც. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდიან, რაც საპრიზო ფონდის 10%-ით განისაზღვრება. სისტემური ელექტრონული ფორმით თამაშების მოწყობის შემთხვევაში, გადასახდელი მხოლოდ საპრიზო ფონდის 10% იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023