ბიზნესი
09/09/2020
ავტორი: Business Partner

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილი აუქციონზე „ბესტ ენერჯი ჯგუფმა“ იყიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერის მიხედვით, შპს „ბესტ ენერჯი ჯგუფი“ 2018 წლის 2 აგვისტოსაა დაფუძნებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანიის დირექტორი თამარ გახარიაა.

როგორც ცნობილია, საჯარო აუქციონი დღეს გაიმართა. საწყისი ფასი 10,511 მლნ დოლარი იყო. “თელასის“ აქციების წილი 32 380 383 ლარად გაიყიდა.

“ბესტ ენერჯი გრუპი“ შედის  „სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ, რომელიც ასევე ფლობს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო’ „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას, ის ფლობს წილებს  სხვადასხვა კომპანიაში. მათ შორის, შპს “თბილისი მოლი“ -26%, “გლობალ უთილითი სოლუშენს“ - 50%, “ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“- 65%, “მელისა გრუპი“ -75%, “ბლექ სი ჰოტელს გრუპ“ -55%და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ მის სახელს უკავშირდება კომუნიკაციების ბაზარზე  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება. კერძოდ, 2019 წლის აპრილში  ხვიჩა მაქაცარიამ Caucasus Online-ის 100%-იანი წილიდან 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს გადასცა. შეგახსენებთ, რომ ამ გარიგებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი Caucasus Online-ს დღემდე ედავება და აღნიშნული გარიგების გამო კომპანია არაერთელ დააჯარიმა. ჯარიმის მთლიანი მოცულობა ამ დროისთვის 270 000 ლარია. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023