ბიზნესი
23/06/2020

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელებს

Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკმენდაციები ამოქმედდა.

ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდებულია პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

რეკომენდაციების თანახმად, ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს რიგი საკითხები. მათ შორისაა, სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; დაიცვას სტუმრის გასვლის შემდგომი პროცედურები, რომლებიც გულისხმობს ბინის/აპარტამენტის დეზინფექციას, 4-საათიან განიავებასა და დალაგება-დასუფთავებას.

ამასთან, გამქირავებელმა დალაგების დროს უნდა გამოიყენოს პერსონალური დაცვის საშუალებები და დასუფთავების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელები დაიბანოს საპნიანი წყლით, ან გამოიყენოს ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებები.

რეკომენდებულია ასევე ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია; რბილი ავეჯისა და იატაკის სპეციალური საწმენდი საშუალებებით წმენდა; ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის სადეზიმფექციო საშუალებებით გასუფთავება.

რაც შეეხება გამოყენებულ თეთრეულებსა და პირსახოცებს, გამქირავებელისთვის რეკომენდებულია ამ მიზნისთვის განკუთვნილი ტომარის გამოყენება და თეთრეულის არანაკლებ 60℃ ტემპერატური წყლითა და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციიით რეცხვა. მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირებზე მოხვედრის გამოსარიცხად რეკომენდებულია მშრალი დაგვის და მტვრის გადაწმენდის ნაცვლად სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია.

ამასთან, სასურვლია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვაც. ბინისა და აპარტამენტის გამქირავებელთათვის Covid-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023