ბიზნესი
17/02/2021

რა შემთხვევაში განიხილავს შოთა ბურჯანაძე საკუთარ თავს ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურად

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბიზნესომბუდსმენად მისი კანდიდატურის განხილვას ეხმაურება. ის განმარტავს, რომ თავის თავს ამ პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში განიხილავს.

“გააჩნია, რა პირობები იქნება. მე საქმეს ახლაც ვაკეთებ. ის რაც ბიზნესს უჭირს, ეს სიტყვა იქამდე მიმაქვს. ეს თუ იქნება შესაძლებლობა, რომ უკეთესად გაკეთდეს საქმე, ამ შემთხვევაში განიხილება. თუმცა თუ იგივე იქნება, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ. ჩემი სფერო საჯარო სფერო არ არის”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მთავრობა ახალ ბიზნესომბუდსმენს ეძებს. შეგახსენებთ, რომ მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ. მან აღნიშნა, რომ შოთა ბურჯანაძის კანდიდატურა არ არის ცუდი ვარიანტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023