ბიზნესი
14/12/2020

“რაჭული გემო“ – თბილისში გურმანებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა

თბილისში გურმანებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც  მომხმარებელს რაჭულ კონცეფციაზე აგებულ, ტრადიციული გემოების მრავალფეროვნებას შესთავაზებს.„რაჭული გემოს“ პარტნიორი ანა გოგოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს იქნება სინთეზი უნიკალური  ტრადიციისა და მოდერნიზებული სამზარეულოსი. ბრენდი საწყის ეტაპზე, ბაზარზე  რაჭული ლობიანით და ლორით გამოჩნდება.

„რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში სტუმრობისას, მე და ჩემმა დამ, რომელიც  ათწლიანი გამოცდილების შეფია, გავსინჯეთ ტრადიციული რაჭული ლობიანი ლორით და მივხდით, რომ დედაქალაქში ნამდვილი ლობიანი არ ცხვება. შესაბამისად, ეს გემოები, არ არის ცნობილი ძალიან ბევრი გურმანისთვის. აქედან, გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ  ჩვენს რაჭველ მეგობრებთან ერთად, მათი მონაწილეობით მოგვეხდინა ამ უნიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია და ეს სიამოვნება გაგვეზიარებინა მილიონიანი დედაქალაქისათვის.

პროდუქტის ხარისხს  ის ნედლეული განაპირობებს, რომლითაც ხდება პროდუქციის დამზადება. დიდი ყურადღება და დრო დავუთმეთ მომწოდებლების შერჩევას. ლორი და ლობიო, რაჭის მცირე საოჯახო მეურნეობებიდან მოგვაქვს, რაც ასევე მათი ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.“–აღნიშნავს „რაჭული გემოს“ პარტნიორი ანა გოგოლაძე.

ლობიანთან ერთად, „რაჭული გემო“ საწყის ეტაპზე მომხმარებელს რაჭულ ხაჭაპურს -ბაჭულებს შესთავაზებს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული რეგულაციების მოიხსნის შემდეგ კომპანია, რაჭული ლორის კონცეფციაზე აგებული მოდერნიზებული კერძების შექმნას და  ასევე,  ტრადიციული და ამავე დროს მივიწყებული კერძების გაცოცხლებას გეგმავს.  გოგოლაძის თქმით, პროდუქტის რეალიზაცია მოხდება როგორც ობიექტიდან (სააკაძის მოედანი, შარტავას 2), ასევე,  საკუთარი მიტანის სერვისით.

ბაზარზე შემოვდივართ კონცეფციით: ტრადიცია, ხარისხი, გემო. შესაბამისად, სამივე კომპონენტის სინთეზში უზრუნველყოფა და ასევე, კონკურენტუნარიანი ფასი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიკავოთ ჩვენი პოზიცია. ამასთანავე, რაჭული ლორი, რომელიც ზოგჯერ თავად რაჭაშიც კი დეფიციტური პროდუტია, იქნება ჩვენი სამზარეულოს ძირითადი ელემენტი.

მინიმალური საინვესტიციო დანახარჯებით ვიწყებთ ოპერირებას.ამასთანავე, განაცხადი ბიზნეს გეგმის დაფინანსებასთან დაკავშირებით წარდგენილი გვაქვს „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში. წარმატებით გავიარეთ პირველი ეტაპი ბიზნეს გეგმის სრულყოფლად განხორციელებისა და გაფართოვებისთვის. განსაკუთრებით კოვიდის პირობებში, ძალიან მნიშნელოვანი იქნება ჩვენთვის აღნიშნული გრანტის მიღება.“– ამბობს ანა გოგოლაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023