ბიზნესი
22/09/2022

"რადიო ქალაქის" პროექტს "აჭარა ჯგუფის" ახალი კომპანია D BLOCK-ი განახორციელებს

აჭარა ჯგუფსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში ახალი პროექტის, „რადიო ქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა.  

რადიო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეები, ოფისები, საერთო სამუშაო და საზიარო სივრცეები, სადაც მცირე და საშუალე მეწარმეებს, სტარტაპერებს და ხელოვანებს ექნებათ იდეების რეალობად გადაქცევის შესაძლებლობა. ადგილი უმასპინძლებს კულტურულ და კომერციულ ღონისძიებებს, როგორებიცაა საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ. ამასთან, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი.

ღონისძიებაზე აჭარა ჯგუფმა ახალი კომპანიის – D BLOCK-ის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის ახალი მიმართულების ფარგლებში, D BLOCK თბილისში და მის ფარგლებს გარეთ საერთო სამუშაო სივრცეებს შექმნის და ხელს შეუწყობს აჭარა ჯგუფის ინოვაციური ეკოსისტემის გამრავალფეროვნებას.~

D BLOCK-ის აღმასრულებელი დირექტორის ანი დაბრუნდაშვილის განცხადებით, პროექტებს რომლებსაც მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში გახსნის არის ყოფილი თბოელექტროსადგური, ასევე რუსთავში ყოფილი სახანძრო შენობა და ქუთაისში ყოფილი სადრენაჟო ქარხანა.

"კომპანია D BLOCK შექმნის სამუსაო სივრცეებს თბილისის მასშტაბით და სამომავლოდ რეგიონალური განვითარებაც ექნება, მათ შორის რუსთავში და ქუთაისში. ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც 2023 წელს დაიწყება არის სასტუმრო "სტამბაში" არსებული შენობა, ასევე რადიო ქალაქი მომავალი წლის ბოლო კვარტალში გაიხსნება. გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე პროექტებია, ჯამური საინვესტიციო ღირებულების დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა აქამდე განხორციელებული ინვესტიცია რაც 130 მილიონს შეადგენს, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი პროექტია, არის მასშტაბური, ჯამურად 85 000 კვადრატული ფართობის შენობა და 110 000 კვადრატული გარე სივრცეები."-ამბობს ანი დაბრუნდაშვილი.  

რადიო ქალაქის პროექტის სხვადასხვა ფაზის განვითარებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ასევე შემუშავდა პროექტის ბიზნეს-მოდელი და ზოგადი დიზაინი. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ყოფილი რადიო ქარხნის პრივატიზება და ამ გზით მისი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნა 2018 წელს დაიწყო. შედეგად, მერიამ შეიმუშავა განვითარების გეგმა და კონცეფცია, ხოლო 2019 წლის სექტემბერში აჭარა ჯგუფმა მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ტერიტორია 23 მილიონ ლარად შეიძინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023