ბიზნესი
20/07/2021

რას უპირებს მთავრობა საპარტნიორო ფონდს

საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებს შორის, რომელიც რეფორმირებასა და კორპორატიზაციას დაექვემდებარება.

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდის რეფორმირება უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე სხვა საწარმოების.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის ჩვეულებრივი საწარმო არ არის, არამედ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა ყოველთვის.

„მის რეფორმირებას ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება და განსხვავებული მიდგომა, რადგან ის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანს ემსახურება. ეს არის კაპიტალის დანაკლისის შევსება და სხვადასხვა ბიზნესის დახმარება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რა ფორმით უნდა შენარჩუნდეს საპარტნიორო ფონდი.

„ეს არ არის მარტო ეკონომიკის სამინისტროს საქმე, მთელი ეკონომიკური გუნდი მსჯელობს. ჩემი პირადი აზრია, რომ ვინაიდან პოსტპანდემიურ პერიოდში მცირე საწარმოებს მოაკლდათ არამხოლოდ სესხები, არამედ მთლიანად კაპიტალის დანაკლისია, აქტუალობას ეს ინსტიტუტი არ კარგავს. რასაკვირველია, უნდა მოხდეს მისი კორპორატიზაცია, მენეჯმენტის საუკეთესო სტანდარტების დანერგვა და დაფინანსების წყაროებზე უფრო მეტი მსჯელობა“ - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევა IMF. კონკრეტულად ფონდი არ უნდა შევიდეს ახალ პროექტებში და არ უნდა აიღოს ახალი ვალდებულებები. ფონდი ასევე მნშვნელოვნად მიიჩნევს, ფონდის, ისევე როგორც სახელმწიფო საწარმოების რეორგანიზაციას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023