ბიზნესი
30/03/2021

რატომ უჩივიან Carrfour-ს სასამართლოში მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები

ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი უკვე შევიდა. მიმდინარე კვირაში კი დამატებით 4 სარჩელი უნდა შევიდეს.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, "კარფური" ქართულ კომპანიებს კაბალურ პირობებს უყენებს. მათივე განმარტებით, საუბარია თანხების მითვისებაზე, რომლებსაც ქსელი კომანიებს დროულად არ ურიცხავს, რასაც "კარფური" სხვადასხვა პროგრამული, ან მარკეტინგული კამპანიების ხარჯების გაქვითვით ხსნის. გაჭიანურებული დავები კი ქართველ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„კუთვნილ თანხას დროულად არ გვირიცხავენ და ზოგადად არ რიცხავენ იმ თანხას, რომელიც კომპანიას ეკუთვნის, რასაც შემდეგ გვიხსნიან რომ რაღაც გარკვეული გადასახადი არის გადასახდელი, რის ანგარიშფაქტურასაც არ აგზავნიან. ეს რაღაც კუთხით კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, რომ არავის ქონდეს უფლება მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე და დადასტურბული ანგარიშფაქტურის გარეშე მოახდინოს თანხების ჩამოჭრა. თუ ეს ურთიერთობები არ დალაგდა ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრალოდ მომაკვდილებელი იქნება და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ,“ - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე, ივა ჭყონია.

საქმეში ჩართული იურისტების თქმით, მხარეებს შორის გაფორმებუული ხელშეკრულებები გაუგებარი და გაუმართავია.

„ხელშეკრულება არის აბსოლიტურად გაუმართავი, გაუგებარი და უცნაური დრაფტი ინგლისური და ქართული ტექსტების. ძალიან ხშირად ინგლისური და ქართული ტექსტები უბრალოდ არ თანხმდება ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინგლისურ ვერსია გრამატიკულად იმდენად გაუმართავია, რომ საერთოდ წარმოუდგენელია იქიდან შინაარსის გამოტანა. ამ დროს კი კარფური ამას აძლევს ისეთ განმარტებას, რომელიც მას იმ კონკრეტულ შემთხვევაში აწყობს,“ - განმარტავს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023