ბიზნესი
07/10/2020

რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში თევზის წარმოება

საქართველოში თევზის რამდენიმე ენდემური სახეობა სრულად დაკარგულია - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ფონდი „განვითარება და გარემოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე. მისი ინფორმაციით, მსგავსს ფაქტს არცერთი ქვეყანა დაუშვებდა და იზრუნებდა ამ სახეობების  აღადგენაზე.

„მაგალითად, რიონი ერთადერთი მდინარეა, სადაც ჯერ კიდევ არის ძველი კოლხური ზუთხი, მაგრამ მოწყვლადია. ეს არის ზუთხების ოჯახის უძველესი სახეობა, რომლის შესანარჩუნებლად დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. ასეთივე მგომარეობაშია შავი ზღვის ორაგული, რომელიც ზუთხის მსგავსად საქვირითოდ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გარკვეულ მდინარეებში შემოდის,“- აცხადებს ტყემალაძე.

ტყემალაძე განმარტავს, რომ გარდა სასურსათო პროდუქტებისა, იხტიოფაუნის განვითარებას უდიდესი როლი აქვს შიდა თუ გარე ტურიზმის განვითარებისათვის, რადგან საქართველოში არსებული წყალსატევები თუ მდინარეები საოცრად მომხიბვლელია და სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის.

"აქედან გამომდინარე, ამ დაგრის განვითარების პოტენციალი ძალიან დიდია და საჭიროა მხოლოდ ბრაკონიერობის აღკვეთა, რომელიც დღეს ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი თუ ხელოვნური აღწარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფოს ნებისა და სუბსიდირების გარეშე აღნიშნული დარგების წარმატება შეუძლებელია," - აღნიშნავს თემურ ტყემალაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023