ბიზნესი
28/10/2021

რეგულირების სააგენტო: ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ვერასოდეს დააკმაყოფილებს GMP სტანდარტს

ფარმაცევტული კომპანიების ნახევარმა შესაძლოა GMP სტანდარტის დაკმაყოფილება საერთოდ ვერ შეძლოს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დირექტორი ამბობს, რომ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი არათუ საერთაშორისო, არამედ სანებართვო პირობებში ჩადებულ სტანდარტსაც ვერ იცავენ.

„ზოგიერთი კომპანია ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს GMP სტანდარტს. იქ არსებული წარმოების პირობები საერთოდ არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. იმ შიდა სტანდარტს და სანებართვო პირობებსაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. ასეთია არსებული საწარმოების ნახევარი. ისინი ვეღარ შეძლებენ ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყნაში ფარმაცევტულ ბაზარზე 52 კომპანია ოპერირებს და მხოლოდ 2 ფლობს GMP სერტიფიკატს.

GMP-ის და GDP-სტანდარტების მოთხოვნა 2022 წლიდან ამოქმედდება, თუმცა საწარმოებისთვის სხვადასხვა თვეს. ეს იმაზეა დამოკიდებული კონკრეტულად რომელ თვეში მიიღეს წარმოების ნებართვა.

„2022 წელი იქნება ერთგვარი ჰიბრიდული წელი. სტანდარტის ამოქმედება დამოკიდებულია ამა თუ იმ კომპანიამ რომელ თვეში მიიღო ნებართვა. სწორედ, 2022 წლის იმ თვის პერიოდამდე ექნებათ ვადა ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდნენ", - განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სააგენტო 7 კომპანიის განაცხადს განიხილავს. სამის დოკუმენტებში ხარვეზი აღმოჩნდა. მათი შესწავლა ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ განახლდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023