ბიზნესი
02/04/2021

რესტორანი მარანი ჰოლი: მენიუს გაძვირება მოსახლეობის აქტივობას შეამცირებს

რესტორან „მარანი ჰოლის“ დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის გაუფასურების შედეგად არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციას  ფასების გადახედვა მოუწევს.

მისი განცხადებით,მენიუების გაძვირების შემთხვევაში  მოსახლეობის აქტივობის შემცირების რისკი დადგება.

„ჯერ არ ვცვლი ფასებს, ველოდები, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მენიუსების გაძვირებამ შესაძლოა პრობლემა შეგვიქმნას, მოსახლეობამ შესაძლოა პრეტენზია გამოთქვას,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, რა უნდა ვქნათ? მაგალითად, დღეს მომწოდებლისგან ზეთი უკვე გაზრდილი ფასით შევიძინეთ“-აცხადებს ნუცუბიძე.

კითხვაზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პარარელურად, როგორია კომპანიის ფინანსური შემოსავალი და  აღემატება თუ არა ის ხარჯებს, ნუცუბიძე აცხადებს, რომ თბილისის ობიექტით კომპანია თავს ინახავს.

„ჩვენ ორი რესტორანი გვაქვს, ერთი - თბილისში, მეორე-მცხეთაში. ეს უკანასკნელი უმეტეს წილად ქორწილებზე და ღონისძიებებზეა გათვლილი. ჯერ-ჯერობით მცხეთაში პრობლემაა. არადა რესტორნებისთვის შემოსავლის ძირითადი წილი ქორწინებიდან და  ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალზე მოდიოდა“-აცხადებს ნუცუბიძე.

როგორც ცნობილია, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. ოფიციალური კურსი 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი 3.4410  ლარი გახდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023