ბიზნესი
07/09/2023

რესტორანი "რძლები" გაფართოებას და არტიზანული მაღაზიის გახსნას გეგმავს

თერჯოლაში მდებარე რესტორანი "რძლები“ მომავალი ერთი წლის განმავლობაში რესტორნის გაფართოებასა და რეგიონში მცხოვრები ქალების დასაქმებას გეგმავს.

როგორც "რძლების" თანადამფუძნებელი, ქეთო ფუტურიძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე რესტორანში სამი ქალია დასაქმებული და მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ადამიანის დამატება იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალ მეწარმეებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სამომავლოდ არტიზანული მაღაზიის გახსნაც იგეგმება, რომელშიც ქალი მეწარმეების დამზადებული პროდუქცია გაიყიდება.

რაც შეეხება რესტორანს, ის თერჯოლაში, მათივე სახლშია მოწყობილი და მისი განვითარებისათვის, რაშიც გარე სამზარეულოს მოწყობა, სამზარეულოს ტექნიკით აღჭურვა და თონის დამატება იგულისხმება, დაახლოებით 5 000 ევროს ინვესტიციაა საჭირო. 

"ჩვენი კონცეფცია ადგილობრივი კერძებისა და ავთენტური გემოების მომხმარებლისათვის შეთავაზებაა, თუმცა აღნიშნულს უფრო გათანამედროვებული სახით ვთავაზობთ. ამასთან, გვინდა რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს ხელი შევუწყოთ და მათ გაძლიერებაში წვლილი შევიტანოთ.  

 მიუხედავად, რომ 1 თვეა რაც გავიხსენით, მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალია, გყვავს უცხოელი სტუმრებიც.  მათ შორის, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სხვა, "-აცხადებს ფუტურიძე.

როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კერძებს, რომელსაც ისინი სტუმარს სთავაზობენ, საკუთარ ბოსტანში წარმოებული ბოსტნეულისაგანაა დამზადებული, ხოლო პურს, რომელსაც სენდვიჩების დასამზადებლად იყენებენ, ბიო წითელი დოლისგანაა დამზადებული. 

ფუტურიძის განმარტებით,  სამომავლოდ განიხილება არსებულ ტერიტორიაზე (4 000 კვ.მეტრი)  კოტეჯების მშენებლობაც. აღნიშნულ პროექტში "რძლები" დაახლოებით 40-დან 50 ათას ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. 

ცნობისთვის, რესტორანი "რძლები“ თერჯოლაში მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაიხსნა და სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. რესტორანი სეზონური იქნება  და მომხმარებელს გაზაფხული- შემოდგომის ინტერვალში მოემსახურება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023