ბიზნესი
08/09/2020

რესტორანი "რესპუბლიკას“ ნაწილი, COVID-ის შესაძლო შემთხვევის გამო, დროებით დაიკეტა ​

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორანი „რესპუბლიკა“ დროებით დაიკეტა, - ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო რესტორნის გენერალურმა მენეჯერზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, რის გამოც მენეჯმენტმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რესტორნის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

თაკო კვერნაძე სააგენტოსთან აცხადებს, რომ ადმინისტრაცია ელოდება ტესტების პასუხს.

კვერნაძის თქმით, შესაბამისი რეჟიმი სავარაუდოდ, გაგრძელდება რამდენიმე დღეს.

დაკეტილია რესპუბლიკის მხოლოდ ზედა რესტორანი, ქვედა რესტორანი კი აგრძელებს სტუმრების მიღებას. კვერნაძის განმარტებით, აღნიშნულ ნაწილთან შესაძლო ინფიცირებულს კონტაქტი არ ჰქონია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023