ბიზნესი
24/03/2020

რესტორნები და კაფე-ბარები კომუნალურ გადასახადებს ვეღარ იხდიან

რესტორნები და კაფე-ბარები კომუნალური გადასახადების გადავადებას, ან მის გადანაწილებას ითხოვენ. რესტორატორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ დახურულ ობიექტებს საკმაოდ დიდი თანხების გადახდის საშუალება აღარ აქვთ, შესაბამისად, ზოგიერთ მათგანში ელექტროენერგია უკვე ჩაჭრილია. ეს ყველაფერი კი იმ მარაგების გაფუჭებას იწვევს, რომელიც ობიექტებს მაცივრებში აქვთ შენახული.

„ ბევრ რესტორანსა და კაფე-ბარს კომუნალური გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. საუბარია არა განულებაზე, არამედ გადავადებაზე, ან გადანაწილებაზე. ან იმ ობიექტებს, რომელსაც დეპოზიტზე უდევთ თანხა, საშუალება უნდა მიეცეთ დეპოზიტზე თანხა ჩაერთოთ“,- აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, „თელასი“ და „თბილისი ენერჯი“ კომუნალური გადასახადების გადავადებაზე უარს ამბობენ. ისევე როგორც არ თანხმდებიან რესტორნებსა და კაფე-ბარებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე.

“სამწუხაორდ, „თელასი“ და „თბილისი ენერჯი“ პირდაპირ მოლაპარაკეკებზე უარს ამბობენ. ელექტრონული კომუნიკაცია გვქონდა და პასუხად უარი მივიღეთ. ობიექტებს ამ ეტაპზე არ აქვთ გადასახადის გადახდის საშუალება. ეს პრობლემა ძალიან ბევრ ობიექტთან დგას. ბევრ მათგანში ჩაჭრილია კიდეველექტროენერგია და მარაგი, რომელიც მაცივრებში ჰქონდათ, ისიც გაფუჭებისკენ მიდის. არ ჩანს ის პერიოდი, როდესაც ობიექტი დაიწყებს ოპერირებას. ამ რეალობას არ ითვალისწინებენ ორგანიზაციები. ბოროტად იყენებენ მონოპოლურ რეალობას“,- აცხადებს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციაში ასევე განმარტავენ, რომ პროცესში ბიზნესომბუდსმენი და ენერგოომბუდსმენი უკვე ჩართულები არიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023