ბიზნესი
05/04/2022

"რესტორნების დიდი ნაწილი კრიზისიდან ვერ გამოდის" - ბიზნესი შეღავათებს კიდევ ითხოვს

სარესტორნო ბიზნესისთვის 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება შეღავათია, თუმცა საკმარისი არ არის. 

როგორც "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ბიზნესს დამატებით წინადადებებზე ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი კიდევ აქვს. 

"ჩვენ დიდი ხანია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან საუბარი ამ საკითხზე და არა მარტო ამ საკითხზე, კიდევ გვაქვს დამატებითი წინადადებები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია სფეროსთვის. 

ქონების გადასახადი სასარგებლოა ბიუჯეტისთვის, ბიზნესისთვის მხოლოდ გასავალია და თუ ეს გასავალი შეჩერდება, რა თქმა უნდა ეს თანხა მიიმართება რეინვესტირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ვადებულებების გასტუმრებისთვის.

ამ შეღავათით სფეროში პრობლემა არ გადაწყდება. იმედია ეკონომიკის სამინისტროსთან იმ წინადადებებზე, რომელზეც საუბარი გვაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, რაც სფეროსთვის მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის განმავლობაში შექმნილი ვითარება სეგმენტის ძალიან მცირე ნაწილისთვის მტკივნეული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სფერო სრულად იყო დაკეტილი. თუმცა, დიდი ნაწილი დღემდე რთულ სიტუაციაშია და კრიზისიდან ვერ გამოდიან - მათ აქვთ დავალიანებები, დაკარგული ობიექტები. 

"რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დღეს სარესტრონო სფეროსთვის უდიდესი პრობლემაა კადრების ნაკლებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, როდესაც გვეყოლება ტურისტი და მომსახურებას ვერ შევძლებთ. სამწუხაროდ ბევრი ადამიანისთვის არასტაბილურია, დაბალანაზღაურებადი. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის. ბევრი სხვა სფეროში გადავიდა, ზოგი ქვეყანას ტოვებს. 

როდესაც ახალ წინადადებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ისევ გადასახადებზე ლაპარაკი. არ მინდა დავწვრილმანდე, რა კუთხით არის ეს შესაძლებელი, რადგან ახლა მოლაპარაკებები მიდის და იმედია შედეგს მივაღწევთ", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023