ბიზნესი
08/02/2021

რევაზ ვაშაკიძე: დღგ-ს შემცირება აუცილებელია მსყიდველუნარიანობის აღსადგენად

"დღგ-ს შემცირების საკითხი დავაყენე - ეს აუცილებელია მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის აღსადგენად,"- ამის შესახებ პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა "ჩირინას" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წევრების პასუხი იყო, რომ საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება კომენდანტის მოხსნას და სხვა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, რევაზ ვაშაკიძე აცხადებს რომ ამ საკითხზე მთავრობის წევრებისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

"თქვეს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ავადმყოფების რაოდენობაზე. ჩემი აზრით კი მათი რაოდენობა გაიზრდება," - განაცხადა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები პრემიერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023