ბიზნესი
13/06/2023

რითეილ გრუპ ჯორჯია: 2023 წელს ჩვენი გაყიდვებით ვასწრებთ ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებლებს

"2023 წელს ჩვენი გაყიდვებით ვასწრებთ ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებლებს" - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, სექტორში არაბუნებრივად მაღალი ზრდა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის მიგრანტების ეფექტით, ტურისტული ნაკადების ზრდითა და ლარის კურსის გამყარებითაა გამოწვეული.

"პანდემიამდელ მაჩვნებელს 2021 წლის მეორე ნახევარში დავეწიეთ, 2022 წელს  საგრძნობლად გავაუმჯობესეთ ნიშნული, ამავდროულად, გასულ წელს  40%-იანი ზრდა გვქონდა.  წელს კიდევ 25%-იან ზრდას ველით. ეს არ არის ნორმალური ზრდა რითეილ სექტორში, ზოგადად წლიური 3-5%-ანი გაუმჯობესება გვაქვს ხოლმე. ახლა ბევრი ფაქტორი დაერთო ერთმანეთს. ტურისტების შემოდინება, მიგრაცია, ლარის კურსის სიმყარე და ეკონომიკური ზრდა.

თუ აქამდე ნებისმიერი საიმპორტო პროდუქტი ძვირდებოდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში ფასები მუდმივადად მზარდი იყო, ახლა ამ კუთხითაც  სიტუაცია დასტაბილურდა,"-აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

ცნობისთვის, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023