ბიზნესი
07/10/2020

რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ სხვადასხვა ნომინაციაში 74-მდე გამარჯვებული თანამშრომელი გამოავლინა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჯილდოები პირადად გადასცეს. პანდემიის გამო, რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა, თუმცა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები პროფესიულ დღეს დააჯილდოვა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სამკერდე ნიშნები და ფულადი პრემიები გადაეცათ.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ თანამშრომლებს ჯილდოები თბილისში, ხაშურსა და სამტრედიაში გადასცა.


Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023