ბიზნესი
10/02/2023

რკინიგზის დელეგაციამ "შუა დერეფნის" 2023 წლის გეგმები ალმატიში გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშუტის ასოციაციის წევრებმა 2022 წლის შედეგები შეაჯამეს და წინა წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს გაზრდილი ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის მიზნით,  მეტი ყურადღება მონაწილე  მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კორიდორის სრულად გაციფროვნებას დაეთმობა.

შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტები) და  ჩინეთი-თურქეთის მარშუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები. მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) - Rail Cargo Group (ავსტრია) - АО «LTG Cargo» (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზაობა გამოთქვეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023