ბიზნესი
24/11/2021

როდის გადაიხედება რესტორნებისთვის რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქება

რესტორნებში მაგიდებთან სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, როდესაც "მწვანე ბარათი" ამოქმედდება და შედეგი სახეზე იქნება.

"რესტორნებთან მიმართებაში დაისვა საკითხი, რომ მოვხსნათ არა მხოლოდ საათობრივი შეზღუდვა, არამედ სხვა შეზღუდვები, მაგალითად 1 მაგიდასთან 6 ადამიანის განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე ეს ნაწილი უცვლელად დავტოვეთ. შევხედოთ, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება "მწვანე ბარათის" რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები. დარწმუნებულები ვართ, ამას სარესტორნო ინდუსტრია გაგებით მოეკიდება, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სხვა შეზღუდვების მოხსნაზეც ვიფიქროთ. ვიცით, რომ ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეს მოქმედი რეგულაციით, რესტორნებში, დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანი დაიშვება. ღია სივრცეში კი, 12 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი დეკემბრიდან, როდესაც "მწვანე ბარათი" ამოქმედდება, რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023