ბიზნესი
20/10/2020

როგორ აისახება რესტორნების შეზღუდული მუშაობა ღვინის ბიზნესზე

„თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნებში ღვინო ნაკლებად მოიხმარება და ღამის საათებში უფრო მაგარი, სპირტიანი სასმელები იყიდება.

„ღვინო საკვებთან ერთად მოიხმარება, ხალხი კი 22:00 საათის შემდეგ ნაკლებად მიირთმევს. შესაბამისად, სარესტორნე ღვინის მოხმარებაზე ამას ნაკლები გავლენა ექნება. ამ მხრივ პრობლემა ექნება ბარებს და ღამის კლუბებს, რომლებიც ღამის საათებში უფრო აქტიურად მუშაობენ,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

მიუხედავად ამისა, ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო სარესტორნო ღვინის რეალიზაცია საკმაოდ შემცირდა. რამაზაშვილის ინფორმაციით, ადგილობროვ ბაზარზე კომპანიას გაყიდვების 50%-იანი  კლება აქვს. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით შემცირება მცირეა.

თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც იზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023