ბიზნესი
07/10/2020

როგორ დააზარალა COVID-19-მა “საქაერონავიგაცია” და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”

COVID-19-ის პანდემიის პირობებში საავიაციო ინდუსტრია დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, - აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპისთვის COVID-19-ის გამო სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ფისკალურ სექტორზე ზეწოლა არ არის გაზრდილი, თუმცა ბუნებრივია, პანდემია საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც თავის მხრივ ზრდის ამ სექტორიდან მომდინარე ფისკალურ რისკებს.

2020 წლის მარტიდან “საქაერონავიგაციაში” ფრენების 89%-იანი ვარდნაა. Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციის“ ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ბანკისგან 10 მლნ ევროს სესხს მიიღებს. EBRD-მა სესხი ოფიციალურად დაამტკიცა (23/07/2020) და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სესხი COVID-19 სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში არსებული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) შესაბამისად გამოყო. სესხის მომსახურებას „საქაერონავიგაცია“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

პანდემიის გამო რეგულარული სამგზავრო ფრენების ეტაპობრივმა, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კი სრულად შეწყვეტამ, “საქაერონავიგაციის” მსგავსად, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც” დააზარალა. კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად კომპანიას მოუწია 2020 წლის ბიზნეს გეგმის დაკორექტირება. საწყისი ბიზნეს-გეგმის მიხედვით შემოსავალი 81 170 274 ლარი იყო, ხოლო დაკორექტირებულ ბიზნეს-გეგმაში ეს რიცხვი 34 297 655 ლარს შეადგენს, რაც 42%-იანი შემცირებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023