ბიზნესი
12/10/2020

როგორ შეიძლება ლარის გაუფასურებისა და შემცირებული ექსპორტის დაკომპენსირება - GM-ის მოსაზრება

„ჯორჯიან მანგანეზი“ ეროვნული ვალუტის მერყეობას კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება ფეროშენადნობების წარმოებასთან პირდაპირ კავშირშია.

„ექსპორტი შემცირებულია. ასევე შემცირებულია ფულადი გზავნილები. ამის დაბალანსება უნდა მომხდარიყო რამდენიმე წამყვანი დარგით. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ფეროშენადნობებია.

თვითღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, ვერ შევძელით ექსპტრაორდინალურად დაბალი ფასი შეგვეთავაზებინა ჩვენი ტრეიდერებისთვის, რომ შემცირებული გზავნილები დაგვეკომპენსირებინა. ვერც მეღვინებობით და ვერც სხვა აგრალური სექტორის პროდუქციის ექსპორტით ეს დანაკლისი სწრაფად ვერ დაკომპენსირდებოდა. ერთადერთი ჩვენ ვიყავით, სადაც საწარმოები კი არ უნდა გაჩერებულიყო, უნდა გაძლიერებულიყო. ეს საწარმოები კი იაფი ელექტროენერგიით უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილები. შემდეგ იქნებოდა თუნდაც ჩვენს ისტორიულ ბაზრებზე, შედარებით დაბალი თვითღირებულების პირობებში უფრო კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება და ასევე ბაზრების გაფართოება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან მომგებიანი იქნებოდა ენერგო ობიექტებისთვისაც. მათ შეიძლება დღეს ვერ ენახათ ის მოგება, რომელიც გათვლილი ჰქონდათ, თუმცა სამომავლოდ ფეროშენადნობების რეალიზაციისთვის გაზრდილი ბაზარი მათ ახალი პროექტების დაწყების საშუალებას მისცემდა. ინტერესს გაუჩენდა ამასთან დაკავშირებით. ასევე დაუსტაბილურებდა იმ მოხმარებას და მოთხოვნას, რომელიც დღეს უკვე შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს“,- აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023