ბიზნესი
14/07/2020

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე "ვაკე პლაზა“

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, aხალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.

პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები კორონავირუსის გამო რამდენიმე თვით შეჩერებული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

„სექტემბერში ყველა ტიპის სამუშაო დასრულდება, დარჩება მხოლოდ დამქირავებლის სურვილის მიხედვით შიდა კოსმეტიკური რემონტების ეტაპი“,- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

მისი განცხადებით, კერძო კომპანიების მხრიდან ინტერესი დიდია. ფართის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვადრატულის ფასი კი 22 დოლარია.

„ვაკე პლაზა“ 11-სართულიანი იქნება და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ  გამოყოფილი იქნება  4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი.

შეგახსენებთ, „ლიბერთი თაუერის“ გვერდით მდებარე შენობა წლების განმავლობაში  ყოფილ და ახლანდელ მეპატრონეს შორის სასამართლო დავის გამო  კონსერვაციის რეჟიმში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023