ბიზნესი
05/06/2023

როგორი იქნება "ზაკვოს" ნაცვლად მშენებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი "სითიზენი"

თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის (ზაკვოს) ნაცვლად მრავალფუნქციურ კომლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. 

როგორც ცნობილია, ზაკვოს ადგილზე ახალი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი (როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართები) უნდა აშენდეს.

IG Development-ის მიერ  „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანია City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, "სითიზენის" პროექტში, რომელიც 46 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება, გაყიდვები უკვე დაიწყო.

პროექტში კი  300 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„მთელ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმებულია, სამუშაოები უკვე დავიწყეთ და ძალიან  აქტიურ ფაზაში ვართ. პროექტს ჰქვია „სითიზენი.“ 

ძირითადად აქ იქნება საცხოვრებელი სივრცე,  თუმცა კომერციული და საოფისე ფართებიც ბუნებრივია, გათვლისწინებული გვაქვს. ასევე ადგილზე მოეწყობა   გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სივრცეები. ეს პროექტი ცენტრალური უბნისთვის უპროცენდენტო ზომის გამწვანებულ ტერიტორიას  მოიცავს.  სივრცის  50% დაეთმობა ეზოს. საპარკინგე სივრცეები მიწის ქვეშ იქნება. ადგილზე განთავსდება ხელოვნური ტბაც.

პროექტი თბილისის ცენტრალური პარკიდან 50 მეტრის მოშორებით ხორციელდება.“-აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი ოთხი ბლოკისგან და ერთი „თაუერისგან“ შედგება. 1 კვ.მ-ის ფასი კი საშუალოდ $1900-ა. ღირებულება დამოკიდებულია ხედსა და სართულზე.

„გაყიდვებში პირველი ჩაეშვა „დ“ ბლოკი,  რომლის 80 პროცენტი უკვე გაყიდულია. „ც“ ბლოკი ზომით ბევრად დიდია და მისი 40 პროცენტია ამ დროისთვის რეალიზებული. უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელშიც 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფინანსები შეკრულია  და აქტიურად ვმუშაობთ.“ -აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.

ახალი კომპლექსის დასრულების ვადად კი 2026 წელია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023