ბიზნესი
09/12/2020

“როიალ ბატონი“: ყოველთვიურად ზარალი დაახლოებით 15–20 ათასი ლარია

სასტუმრო “როიალ ბატონის“ გენერალური მენეჯერის ლაშა ხეთერელის განცხადებით, ყოველთვიურად ზარალი დაახლოებით 15–20 ათას ლარს შეადგენს. 

„თვეში 25%–იანი დატვირთვით ვმუშაობთ. გვქონდა მოლოდინი, რომ ზამთრის კურორტების დაკეტვა ჩვენს მომხმარებელს გაზრდიდა, თუმცა, ჩვენს სასტუმროზე ამ გადაწყვეტილებას დადებითდ არ უმოქმედია. როგორც ჩანს, ხალხი შეშინებულია და ერიდება გადაადგილებას. დაახლოებით ერთი წელია ვცდილობთ, რომ ყველა თანამშრომელი შევინარჩუნოთ და გადავუხადოთ ხელფასი.

შიდა ტურიზმის განვითარება კარგია, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორია სანამ სტუმარი ჩვენამდე მოვა. საფასო პოლიტიკის შეცვლაც მოგვიწია, ამ ეტაპზე 2 კაციანი ნომრის ღირებულება საუზმით და დღგ–ს ჩათვლით 100–120 ლარია, როდესაც 400 ლარზე მეტი ღირდა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ქვეყანაში და მსოფლიოში,თუ იანვრის თვისთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა განვიხილოთ ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა.“– აღნიშნავს ლაშა ხეთერელი.

„როიალ ბატონი“ თბილისიდან 146 კილომეტრში, კახეთში მდებარეობს. ამ ეტაპზე სასტუმროში 30 ნომერი, ღია აუზი და სხვა სივრცეებია მოწყობილი. ხეთერელის თქმით სასტუმროს გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმები აქვს და მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023