ბიზნესი
25/10/2020

Rusalloys-ს გარემოსდაცვითი ახალი ვალდებულებების შესრულება ₾0,5 მლნ დაუჯდება

ფეროშენადნობთა ერთ-ერთ მწარმოებელს, კომპანია Rusalloys-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმის შესრულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება. საქმე ეხება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საწარმოებისთვის დაწესებულ ახალ ვალდებულებებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ კევლიშვილმა განაცხადა, ეს პროცესი, განსაკუთრებით კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, რთული წასამართია, თუმცა კერძო სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს.

„თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა ეს კონსულტაციები. არასამთავრობო სექტორმა ყველა ღონე იხმარა, რომ ეს დოკუმენტი რაც შეიძლება მალე შესულიყო ძალაში. საბოლოოდ სახელმწიფოც და ჩვენც მეწარმეები შევთანხმდით ამ დოკუმენტზე. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საჯარიმო სანქციები საკმაოდ გაზრდილია. რაც მთავარია, ყველას მოგვიწევს გადაიარაღება. ამისთვის ინვესტიციებია საჭირო. პანდემიის პერიოდში ზედმეტ ინვესტიციას ყველა ერიდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ რა პირობაც დავდეთ და რაც საჭირო იქნება გადაიარაღებისა და ამ ვალდებულებების შესრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყველას გვაქვს გათავისებული, რომ გარემოზე ზემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საწარმოებისთვისაც პრიორიტეტია. მაგალითად, ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 90% რუსთავში ცხოვრობს და მათ არანაკლებ უყვართ თავიანთი ქალაქი, მეტადაც თუ არა. ყველაფერს ვიზამთ და გამოვნახავთ ყველა ძალას და რასაკვირველია ფინანსებს, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ.

რაც შეეხება ხარჯებს, ელექტროენერგიის ხარჯიც გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება გადაიარაღებას ამისთვისაც ცალკე ფინანსები იქნება გათვალისწინებული. მინიმუმ ნახევარ მილიონ ლარამდე იქნება ჩვენი საწარმოს პირობებში. ახლა ვართ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ეს თანხა გათვალისწინებული გვექნება“,- განაცხადა კევლიშვილმა.

Rusalloys-ი ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა.

საწარმოები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებულ ახალ გეგმას არ შეასრულებენ, 40 000-დან 80 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023