ბიზნესი
08/02/2021

რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა

დღეიდან რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა. Autopapa-ს კუთვნილ ტერიტორიაზე როგორც ავტომობილის განთავსება ასევე შეძენა დისტანციურთან ერთად ადგილზე ვიზიტითაც იქნება შესაძლებელი.

ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის დაანონსების შემდეგ დილერები საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, თუმცა იმის გამო რომ ბაზრობა არ ფუნქციონირებდა გაყიდვები ამ დრომდე მხოლოდ დისტანციურად ხდებოდა.

შეგახსენებთ, მთავრობამ ეკონომიკის გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბაზრობების გარდა დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში -  მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსებიც ამოქმედდება. გახსნის მომდევნო ეტაპზე 15 თებერვლიდან ამოქმედდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეები. ასევე 15 თებერვლიდან გააგრძელებენ სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში.

ეკონომიკის გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო რაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. კვლავ დახურული იქნება მთის კურორტები და უმაღლესი სასწავლებლები. ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023