ბიზნესი
26/10/2020

"რუსთავის აზოტი" გარემოსდაცვითი ახალი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არის

"რუსთავის აზოტი" სოფლის მეურნეობის ახალ გეგმას, რომელიც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს, დადებითად აფასებს. „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე, ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად ხარჯები გაეზრდებათ, თუმცა პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არიან.

„რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროპორციით ნაწილდება ეს ხარჯები, მაგრამ დღესდღეობით ჩვენი მიმდინარე და კაპიტალური დანახარჯების დაახლოებით 25% სწორედ გამონაბოლქვების შესამცირებლად და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით არსებული სამუშაოების ჩასატარებლად იქნება მიმართული. სავარაუდოდ, ეს ხარჯები ახალი გეგმის შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა, 30-35%-მდე ავიდეს“,- განაცხადა ლევან ბურდილაძემ. 

მისივე განმარტებით, გასულ წელს საწარმოში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები გამოავლინეს, მათ გამოსასწორებლად კი მუშაობა დაწყებულია.

„სრულად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ გამოფრქვევების რეგულაციები და მონიტორინგი. ინტენსიური თანამშრომლლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გასული წლის დასასრულს მან დეტალურად შეამოწმა ჩვენი წარმოება. რა თქმა უნდა, გამოვლინდა რიგი ხარვეზები. ამის შემდეგ, სამინიტროსთან ერთად, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის გონივრული ვადების გეგმა შევიმუშავეთ. მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნაწილი სწორედ გამონაბოლქვსა და ემისიებს შეეხება. დაწყებული გვაქვს და ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული პროცესი, რომელიც ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთებას გულისხმობს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ახალი პროექტები მზად გვექნება. იქ ზუსტად იქნება მოცემული გამონაბოლქვების წყარო. დღესდღეობით 48 წყარო გვაქვს და ამ პროექტში ეს მოცემული იქნება“,- აღნიშნა ბურდილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმ დაამტკიცა.

საწარმოები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებულ ახალ გეგმას არ შეასრულებენ, 40 000-დან 80 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023