ბიზნესი
29/09/2022

რუსთავში "მადარტის" ახალი კონცეფციის სერვისცენტრი გაიხსნა

„მადარტი“ ახალი კონცეფციის სერვისცენტრების განვითარებას იწყებს. საქართველოს მასშტაბით, პირველი ასეთი ობიექტი რუსთავში გაიხსნა. კომპანიაში ამბობენ, რომ რუსთავის მოსახლეობის მხრიდან „მადარტის“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა, თუმცა, მიტანის სერვისის ტარიფებიდან გამომდინარე, მომხმარებელი შეკვეთის გაკეთებისგან თავს იკავებდა. ახალი კონცეფციის მეშვეობით კი, რუსთავის მოსახლეობას საშუალება მიეცემა, მიტანის ტარიფის გადახდის გარეშე, მარტივად, „მადარტის“ ვებგვერდის, ან ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, შეუკვეთოს და მიიღოს სასურველი პროდუქცია.

„მადარტის“ მარკეტინგის მენეჯერი თათული გულბიანი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ თუ ახალი კონცეფციის სერვისცენტრი გაამართლებს, „მადარტი“ ანალოგიურ ობიექტებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც გახსნის. მისივე ინფორმაციით, რუსთავის სერვისცენტრმა, ამ ეტაპზე, 2 ოპერატორი დაასაქმა, გარდა ამისა, გაჩნდა დამატებითი რესურსი, რომ წარმოებაშიც კიდევ 10 ადამიანი დასაქმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, „მადარტი“ თბილისში 4 წარმოება-რეალიზაციის ფილიალით და ერთი ძირითადი წარმოებით არის წარმოდგენილი. ჩამოთვლილ ობიექტებს, ახლა უკვე, რუსთავის სერვისცენტრიც დაემატა.

კომპანიამ ახალი კონცეფციის ობიექტის გახსნაში 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023