ბიზნესი
10/05/2023

რუსუდან გიგაშვილი: საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი და მისი მოხმარება იზრდება

საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი და შესაბამისად, მისი მოხმარება იზრდება.

როგორც „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნავს, მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის გაცილებით მარტივია, რომ იმუშაონ შემცვლელი პროდუქტებით, რის გამოც რძის ფხვნილის მოხმარება  გაიზარდა.

როგორც ჩანს, ბაზარზე საკმაოდ  მსხვილი ნიშა იქნება რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტი და ალბათ, მცირე სეგმენტი შენარჩუნდება, რომელიც ნედლი რძისგან იქნება დამზადებული. ამ შემთხვევაში, ალბათ, აქცენტი უფრო  გაკეთდება ბავშვთა კვებაზე.

იქიდან გამომდინარე რომ  ქვეყანაში მერძევეობის სექტორში, პროდუქტის თვითღირებულებაში   დიდი წილი უჭირავს ცხოველის კვებას, ძალიან გაძვირდა,  ასევე გაიზარდა  სხვადასხვა ტიპის  საბრუნავი საშუალებების ფასები,“-განმარტა რუსუდან გიგაშვილმა.

მისივე თქმით, რძის ინდუსტრიაში წარმოების შემცირების ტენდენცია გრძელდება.

„ძალიან უჭირთ ფერმერებს, რომ  მუდმივ რყევებს, გარდამავალ პერიოდებს გაუძლონ.  უამრავ ბარიერს და პრობლემას ეჯახებიან. აქედან გამომდინარე, ბევრი ბიზნესი გადის ამ სექტორიდან.“-აღნიშნა რუსუდან გიგაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023