ბიზნესი
23/09/2020

საავიაციო ბაზარი ზარალს ითვლის

საავიაციო ბაზარი ზარალს ითვლის. საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი თითქმის 80%-ითაა შემცირებული.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის აეროპორტები 750 000-მდე მგზავრს მოემსახურნენ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3,6 მლნ-ს აჭარბებდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 514 814 მგზავრი მიიღო, მგზავრთნაკადის კლებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80% შეადგინა.

მგზავრები 88%-ით შეუმცირდა ბათუმის, 66%-ით ქუთაისის აეროპორტს. 

მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა. თვეების განმავლობაში აეროპორტები მხოლოდ სპეცრეისებს იღებდნენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე იქნება დახურული. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023