ბიზნესი
30/10/2020

"საბარგული“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

კომპანია „საბარგული“ მომხარებელს სტანდარტული მისაბმელების გარდა უკვე ველოსიპედის, თხილამურების და სნოუბორდის სამაგრებსაც სთავაზობს, ამავდროულად კომპანია ექსპორტზე გასასვლელადაც ემზადება.

COVID-ის პირობებში წამოწყებული ბიზნესი სირთულეებისთვის მზად იყო და შესაბამისად, კრიზისის წინაშე არ აღმოჩენილა. EBay, Amazon, Newegg - ის პლატფორმებია, რომლებზეც კომპანია თავის დამკვიდრებას ახლო მომავალში გეგმავს.

„ბიზნესის შექმნის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ჩემს მეუღლესთან და ერთი წლის შვილთან ერთად დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ავტომანქანაში ბარგი არ გვეტეოდა. მაშინვე დავიწყე სხვადასხვა საშუალების ძებნა ინტერნეტში, რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ეს მიმართულება თავად უნდა ამეთვისებინა და ყველასთვის გამემარტივებინა გადაზიდვებთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები", - ამბობს, „ბიზნესპარტნიორთან“ „საბარგულის“ დამფუძნებელი დიმიტრი ქაცარავა.

ბიზნესი პირადი ხარჯებითაა წამოწყებული, თუმცა დამფუძნებელი ამჟამად საგრანტო პროგრამებში მონაწილეობისთვის აქტიურად მუშაობს, რათა შეთავაზებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ყველაზე ძვირადღირებული და ამავე დროს, მოთხოვანდი პროდუქტი მისაბმელზე აგებული კომერციული ჯიხურებია, რომლის ავტომობილით გადაადგილება ნემისმიერ სასურველ ადგილასაა შესაძლებელი (ამისთვის არ არის საჭირო დამატებითი კატეგორიის მართვის მოწმობა, საკმარისია მხოლოდ B კატეგორიის ფლობა).

კომერციული მისაბმელების ინდივიდუალურად, დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით მზადდება. აწყობითი სამუშაოები, დაახლოებით, ათ სამუშაო დღემდე გრძელდება.

მსუბუქი მისაბმელის ფასები 2490 ლარიდან იწყება, კომერციული მისაბმელის დამზადების ფასები გამოითვლება შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.

ველოსიპედის სამაგრების შეძენას კი მომხმარებელი 300 ლარიდან შეძლებს. საიტზე მოქმედბს ონლაინ განვადება და ასევე უფასო მიწოდების სერვისიც.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023