ბიზნესი
13/02/2023

საბავშვო სამოსის ბრენდმა Soma Kids თანამშრომლობა კლინიკებთან დაიწყო

კომპანია Soma Kids-მა, რომელიც საბავშვო სამოსს აწარმოებს 2 სამშობიაროსთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო, რამდენიმესთან კი მოლაპარაკების რეჟიმშია.

ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი საბავშვო სამოსი ბაზარზე 2 თვეა გამოჩნდა და ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება, თუმცა კომპანია გაზაფხულიდან ფიზიკურ სივრცეებშიც გამოჩნდება.

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან, რომლებთანაც ექსპორტის გარდა, მდგრადი მოდის კუთხით თანამშრომლობას ვგეგემავთ. ჩვენი პროდუქტი კონკურენტებისგან კიდევ იმით გამოირჩევა, რომ მასზე ნაქარგის სახით გადმოტანილი გვაქვს ძველი ქართული ორნამენტები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მდგრადი მოდის თემა და შევიმუშავეთ ნარჩენების მიმართულებით ასეთი სტრატეგია. შესაბამისად წარმოებისგან მიღებული ნარჩენები არ მოხვდება სანაგვე ურნაში, არამედ მივცეთ მათ ახალი სიცოცხლეს, უკვე ვქმნით შინაური ცხოველებისთვის საძილე ტომრებს",- ამბობს Soma Kids-ის დამფუძნებელი სოფიო ტუაევი.

შეგახსენებთ, რომ Atelie Soma ქალაქ გორში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და საწყის ეტაპზე მისი მიმართულება სამოსის ინდივიდუალურად შეკერვა/გადაკეთება იყო. 1 მკერავით დაწყებული ბიზნესი ახლა რამდენიმე თანამშრომელს, საბავშვო ხაზს აერთიანებს და მუდმივად განვითარების პროცესშია.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023