ბიზნესი
04/03/2023

საერთაშორისო ბაზარზე კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება მცირდება

საერთაშორისო ბაზარზე კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება მცირდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, საფასო პოლიტიკა, რომელიც რუსეთ-უკრაინის გამო, ზრდისკენ შეიცვალა, დღეს უკვე სტაბილიზაციისკენ მიდის.

„ბაზარი მიეჩვია არსებულ მდგომარეობას და კომპანიები მოერგნენ არსებულ რეალობას. კონტეინერების გადაზიდვის ღირებულებამ პიკს ომის დაწყების პერიოდში მიაღწია, მიმდინარე წლის იანვრიდან კი, ფასებმა დაღმასვლა დაიწყო. დაახლოებით, ფასების 10-დან 15 პროცენტამდე კლება ფიქსირდება ამ დროისთვის“, - აღნიშნა Kairos Logistics-ის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, დაღმავალი ფასების ფონზე, მზარდია ტვირთნაკადი და ზრდა ფიქსირდება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გადაზიდვებში. „საქართველოში, დღეისათვის, ვერ ნახავთ თავისუფალ სასაწყობე მეურნეობას. დატვირთულობა საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე ინფორმაციით, Kairos Logistics-ს მოზიდული ტვირთების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 30-40 პროცენტით გაეზარდა.

შეგახსენებთ, კომპანია Kairos Logisitcs ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023