ბიზნესი
25/02/2023

"საირმე მინერალ ვოთერსი" ემიჯნება პროვოკაციულ ქმედებებს და მიმართავს სასამართლოს

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა უკვე მე-13 დღეა გრძელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქარხანა არ გაჩერებულა და  წარმოების პროცესი გრძელდება.  ამ ფონზე, გაფიცულების, განსაკუთრებით პროფესიული კავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის  მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას  და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქარხანაში საწარმოო პროცესი  გრძელდება, თანამშრომლების ნაწილი  მუშაობს და ცდილობს, საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს. თუმცა, პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. არის მუქარის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. ასევე კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, გრძელდება გიორგი დიასამიძისა და მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელდა, რომელიც პირდაპირ მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, პროფკავშრების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძის ინტერესი რაიმე რეალური შედეგის მიღება არ არის.

აღნიშნული ქმედებებიდან გამომდინარე, კომპანია გეგმავს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც,  პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023