ბიზნესი
24/02/2023

"საირმე მინერალ ვოთერსი" გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ბოლო 6 თვის მონაცემებს ავრცელებს

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე პროფკავშირების წარმომადგენელის გიორგი დიასამიძის ორგანიზებით, უკვე მე-12 დღეა გრძელდება ქარხნის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა.

ამ ხნის განმავლობაში, მათი მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა, მათ შორის, ერთ-ერთი დიდი აქცენტი თანამშრომელთა ხელფასების მცირე ოდენობაზე კეთდება. ცხადია, ეს საკითხი მეტ სოლიდარობას იწვევს, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის მათ მოთხოვნებს და მათ შორის ისეთ გზავნილებსაც, თითქოს საწარმო გაჩერებული და პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლების ნაწილი სამსახურშია, შესაბამისად, ქარხანა განაგრძობს მუშაობას ორ ცვლაში.

 რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საწარმოს თანამშრომლები ხელფასს დღიური ანაზღაურებით იღებენ. შესაბამისად, მათი საშუალო ხელფასი ინდივიდუალურია  და დამოკიდებულია ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე.   ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედეთ დარიცხულ ხელფასებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლებზე დარიცხული საშუალო ხელფასი 1473.4 ლარიდან 1711.4 ლარამდე მერყეობს. ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.

 მედიის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესიდან გამომდინარე, „საირმე მინერალ ვოთერსი“ მზად არის გაფიცული თანამშრომლების ხელფასები გაასაჯაროოს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, ვითხოვთ გაფიცულების წერილობით თანხმობას. ასე ყველასთვის ცხადი გახდება, რომ პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გაფიცულებს ავრცელებინებს ცრუ ინფორმაციას, იმისთვის რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ის ბინძური გზებით ებრძვის კომპანიას, რომელიც ყველაზე დიდი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობთ, კონკრეტული ციფრების გამოქვეყნებით ყველა დარწმუნდება, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა.

 გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ  შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023