ბიზნესი
05/09/2023

Sairme Palace: მომავალ წელს სასტუმროში საბავშვო ზონის დამატება იგეგმება

2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის, საოჯახო სასტუმრო Sairme Palace-ში, საბავშვო ზონის დამატება იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს თანადამფუძნებელმა, ნანა ჯანაშიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმრო ორ ტერასას ფლობს, საიდანაც ერთ ტერასაზე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი, ხოლო მეორე ტერასა საბავშვო სივრცის განსათავსებლადაა გამზადებული.

„ამჟამად საბავშვო ზონისთვის განკუთვნილი ტერასა უკვე მომზადებულია, თუმცა ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება საჭირო სივრცის სრულად მოსაწყობად,"-აცხადებს ჯანაშია.

ამ დროისათვის, განსახორციელებელი ინვესტიციის რაოდენობა უცნობია და მისი კალკულაცია სეზონის დასრულების შემდეგ, შემოდგომის სეზონზე დაიწყება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ოთახების განახლება, ასევე კვების ობიექტისა და ე.წ. ფანჩატურის მოწყობაც, სადაც დამსვენებელი თავისუფალი დროის გატარებას შეძლებს, თუმცა აღნიშნული მხოლოდ იდეაა და მისი განხორციელება ფინანსურ მზაობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც საოჯახო სასტუმროს თანადამფუძნებლი აღნიშნავს, მათ საკურორტო ზონაში გამოწვევა მრავლადაა. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ყოველწლიურ რეაბილიტაციას მოითხოვს, ეს კი   დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და საერთო ჯამში, 40-45 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. სასტუმრო კურორტ "საირმეში" მდებარეობს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023