ბიზნესი
06/09/2023

Sairme Palace: სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანებს მუშაობა არ უნდათ

საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace კადრების დეფიციტის წინაშე დგას. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ნანა ჯანაშია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კვალიფიციურ კადრებს აქტიურ რეჟიმში ეძებენ, თუმცა უშედეგოდ.

„იმისდა მიუხედავად, რომ ჩემს თანამშრომლებს ხელფასი სრულად რჩებათ, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს კი სრულად მე ვფარავ, სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანებს მუშაობა არ უნდათ.

წელს მაგალითად, ადამიანებისთვის თავის მოყრა ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან ეს სეზონური სამსახურია და მთელი წლის განმავლობაში დატვირთვა არ არის," -აცხადებს ჯანაშია.

ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და საერთო ჯამში, 40-45 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. სასტუმრო კურორტ "საირმეში" მდებარეობს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023